მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილისთვის რა უნდა ეთქვა შარლ მიშელს, როდესაც კონსტიტუციის დარღვევით უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, თითი დაექნია, რატომ ჩამოხვედიო?
მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილისთვის რა უნდა ეთქვა შარლ მიშელს, როდესაც კონსტიტუციის დარღვევით უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, თითი დაექნია, რატომ ჩამოხვედიო?

შარლ მიშელს რა უნდა ეთქვა, როდესაც მას ამგვარი ქმედებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტით აყენებენ უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში, ადამიანს ხვდება და თითი დაექნია, რატომ ჩამოხვედიო? – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისა და შარ მიშელის შეხვედრას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით უკიდურესად უხერხული მდგომარეობა შეიქმნა.

„რამდენად დიპლომატიურ ეთიკაში ჯდება? ამიტომ ვამბობთ, უკიდურესად უხერხული მდგომარეობა არსებობს და მეორე ვერსიად არ წარმომიდგენია, რა შეიძლება ამ ადამიანს ეთქვა. ვინც არ უნდა იყოს, ქართველებმა, თუკი ჩვენ მართლაც ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებს და ღირსებას პატივს ვცემთ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყნის უზენაესი კანონი. ეს იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა მოვუწოდოთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემისკენ. ამას შემთხვევით არ ვამბობ, თუმცა აქვე დავადასტურებ, რომ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა იმით, რაც საქართელოს პრეზიდენტმა გააკეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.