მამუკა მდინარაძე - საკრებულოს წევრებთან ერთად, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და უფრო სიცოცხლით სავსე ქალაქი
მამუკა მდინარაძე - საკრებულოს წევრებთან ერთად, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და უფრო სიცოცხლით სავსე ქალაქი

თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან და რომლებთან ერთადაც კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და უფრო სიცოცხლით სავსე ქალაქი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დამატებით, რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით, ვიდრე ის გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვდით და გული დაგვწყდა ბევრ მათგანზე. ჩვენ ამოვარჩიეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატი არ არის, ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ერთგულად უჭერენ მხარს. მხარს უჭერენ მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას. ეს ადამიანებიც ამ ნიშნით შეირჩნენ. ზოგი არის მოქმედი წევრი საკრებულოსი, ზოგი – ახალი კანდიდატი. ყველას წარმატებას ვუსურვებ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.