მამუკა მდინარაძე – საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა ოპოზიციიდან მინიმუმ 25-მა დეპუტატმა დააფიქსირა

12:01, 19.06.2020

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზადყოფნა ოპოზიციიდან მინიმუმ 25-მა დეპუტატმა დააფიქსირა. ამ 25 დეპუტატს ნუ ვეტყვით, რომ თქვენ არ ხართ ოპოზიცია, დღეს ისინი ოპოზიციაში არიან, მათ შორის საუბარია ორ ფრაქციაზე – „დამოუკიდებელი დეპუტატებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ გიორგი რურუას გამოშვებაზეა დამოკიდებული მხარდაჭერის საკითხი, ეს არის მოგონილი ამბავი იმისთვის, რომ მოგონილი საბაბი დაუდონ საფუძვლად მათ მიერ 8 მარტის შეთანხმების არშესრულებას. მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზეც მოუწევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი