მამუკა მდინარაძე - საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ, ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად
მამუკა მდინარაძე - საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო, რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ, ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულების გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ხელშეკრულებით დასაქმებულს არც აქამდე მოეთხოვებოდა ქართული ენის ცოდნა, თუმცა ამ მიმართულებითაც შესაძლებელია ქართული ენის ცოდნის ვალდებულების შესახებ ჩანაწერის გაკეთება.

„საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ, ტყუილის ავტორებს მოჰკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო, დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია, ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში.

უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლოსდაბოლოს, თუ აუცილებელი იქნა“, – წერს მამუკა მდინარაძე.