მამუკა მდინარაძე - საგამოძიებო კომისიაში კვოტები არ არის შეზღუდული, თუ ინებებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები და შემობრძანდებიან პარლამენტში, ამ კვოტების გაზრდა შესაძლებელია
მამუკა მდინარაძე - საგამოძიებო კომისიაში კვოტები არ არის შეზღუდული, თუ ინებებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები და შემობრძანდებიან პარლამენტში, ამ კვოტების გაზრდა შესაძლებელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიასა და საარჩევნო კანონმდებლობაზე იყო საუბარი.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს წარადგინეს კომისიის წევრები, სადაც კვოტები არ არის შეზღუდული. როგორც მდინარაძე ამბობს, თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს, კვოტების გაზრდა შესაძლებელია.

„ვიმსჯელეთ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის წევრებიც წარვადგინეთ დღეს და იქ კვოტები არ არის შეზღუდული. თუ ინებებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები, შემობრძანდებიან პარლამენტში და ეს შეთანხმება შედგება, მაშინ ამ კვოტების გაზრდა შესაძლებელია. ასევე იყო საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შემოდგომაზე ჩვენ წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. ამ არჩევნებზე ვაპირებთ ჩავატაროთ უპრეცენდენტო, ისტორიული არჩევნები იმ გადაწყვეტილების და შეთანხმების მიხედვით, რომელიც უკვე შედგა, მემორანდუმს ხელი მოეწერა.

იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად დახვეწილი კანონმდებლობა იქნება, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სპეკულაციების სივრცე არ იყოს და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ იყოს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის შესაძლებლობის ფარგლებში ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა, კომისიის წევრების დაკომპლექტების წესის შეცვლა სამივე დონეზე. უამრავი დეტალია, რაც იქნება ძალიან პროგრესული ნაბიჯი“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.