მამუკა მდინარაძე - საბედნიეროდ სააკაშვილი წარსულია
მამუკა მდინარაძე - საბედნიეროდ სააკაშვილი წარსულია

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შანსი არ აქვს, უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე საქართველოში რაიმე პოლიტიკური სარგებელი მიიღოს.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძე უკრაინაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„საბედნიეროდ სააკაშვილი წარსულია, რადგან მან ამ ქვეყნის გამოცდილებაში ნეგატიური როლი შეასრულა. სააკაშვილს შანსი არ აქვს, რომ რაიმე პოზიტივი მოიპოვოს და ამისგან საქართველოში პოლიტიკური სარგებელი მიიღოს, რადგან საზოგადოებამ პასუხი 2012 წელს გასცა, რაც ნათელია”, – განაცხადა მდინარაძემ.