მამუკა მდინარაძე - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების დამტკიცებაზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური გამოხმაურება ბუნებრივი იყო
მამუკა მდინარაძე - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების დამტკიცებაზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების პოზიტიური გამოხმაურება ბუნებრივი იყო

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება ბუნებრივი იყო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების დამტკიცებაზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს გამოხმაურებაზე კომენტარისას აღნიშნა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, „რა თქმა უნდა, ყველაკანონს შეიძლება, მოუძებნო გარკვეული მხარე, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ ეს არის ხარვეზი“.

მისივე თქმითმ საარჩევნო კოდექსში ეუთო/ოდირის პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია აისახა.

„მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან და მთავარი პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაზე, თუმცა მხოლოდ ხელისუფლებაზე არა. ჩვენი ოპონენტი პარტიებიც უნდა იღებდნენ გარკვეულ პასუხისმგებლობას, რომ მათ შეასრულონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ნორმა ზედმიწევნით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველამ ერთად, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე მანამდე გვქონდა. ეს ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ.

რა თქმა უნდა, ყველა კანონს შეიძლება მოუძებნო გარკვეული მხარე, რომელზეც თქვა, რომ ეს არის ხარვეზი. დეტალურად არ ვიცნობ, სამწუხაროდ ამ განცხადებას. მაგალითად შემიძლია ვთქვა მე თვითონ, რომ იყო იქ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა მედიის მხრიდანაც, ენჯეოს სექტორის წარომოდგენლების მხრიდანაც გარკვეული სკეპტიკური აზრი, რომ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს სხვაგვარად. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია იქნა შესრულებული, აი, ამ ნაწილში გარკვეული ხარვეზი შეიძლება დარჩა აღსრულებასთან დაკავშირებით, თუმცა პრაქტიკულად ყველა იქნა გათვალისწინებული. ამ ნაწილში გათვალისწინებული იქნა ენჯეოს, მედიის წარმომადგენლების და ასე შემდეგ პოზიციები, რომ არ იქნას ეს აღქმული გარკვეული ზეწოლის საშუალებად.

დანარჩენი, ზედმიწევნით პუნქტობრივად მივყევით ყველა რეკომენდაციას და შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ 27-დან 24 აბსოლუტურად არის შესრულებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსი“ მესამე მოსმენით დაამტკიცა.