მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმაც მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი, ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ამ გზით გადაბარება
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილმაც მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი, ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ამ გზით გადაბარება

სააკაშვილმაც მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი. ოპოზიციის ოცნებაა ხელისუფლების ამ გზით გადაბარება, – აის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების პირობებში კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამი დღის წინ რის შესახებაც ილაპარაკა, უმალვე დაადასტურა რამდენიმე ადამიანმა ოპოზიციიდან. უნდა აღინიშნოს, რომ კუბილიუსმა თავისი განცხადებით წინასწარი დასტური მოახდინა, შემდეგ ეს განაგრძო მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი, რომელიც დღეს არ არის საქართველოს მოქალაქე და მსჯავრდებულია დანაშაულებში, აანონსებს რაღაც საკითხების თავისებურად დალაგებას. ეს არის 100%-იანი დასტური, როდესაც მისი განცხადება სიტყვა-სიტყვით ემთხვევა იმას, რის შესახებაც სუს-ი ლაპარაკობდა. ამისგან ვერ იკავებს თავს.

ვფიქრობ, უკვე მტკიცებულებების წარსულიდან მოტანაც აღარ გვჭირდება. რისთვისაც ჩამოვიდა სააკაშვილი, რისთვისაც შემოიპარა კონტეინერით, რისთვისაც იყო მისი დაცვის წევრი ჩამოსული – ეს ყველაფერი არის წარსულიდან მტკიცებულებები იმისა, რასაც სუს-ი ლაპარაკობდა. თავად სააკაშვილმაც არ დააყოვნა და მყარი დასტური მისცა სუს-ის განცხადებას, რომელშიც რევოლუციური სცენარი იყო აღწერილი. მათი ოცნებაა, ხელისუფლება გადაიბარონ ამ გზით. ერთ რამეში არიან ზუსტად დარწმუნებული, რომ ვერანაირი მშვიდობიანი გზა ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შეცვლას, რადგან, სამწუხაროდ, დღეს კონკურენტი არ არსებობს. ეს კარგი არ არის. სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელსაც შეუძლია, მშვიდობიანი, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების პირობებში კონკურენცია გაუწიოს მმართველ პარტიას. ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ უნდა ველოდოთ, ვიდრე ასეთი პარტია არ შეიქმნება, არ იქნება საღი პარტია. წარსულის ბნელი ცოდვებით დამძიმებული პარტია ვერასდროს გადაიბარებს ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ პერსპექტივა მოშლილია. ამიტომ საქართველოში მათგან დამოუკიდებელი ოპოზიცია თუ იქნება, მას გაუჩნდება შანსი, გადაიბაროს ხელისუფლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციებსაც გამოეხმაურა.

„აქციის გამართვის მცდელობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. გახსოვთ, არსაიდან შექმნეს აჟიოტაჟი, როცა ეროვნული ბანკზე იყო საუბარი. გუშინდელი დღე იყო მტკიცებულება, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ სწორი სტრუქტურა შევქმენით. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა რომ გაჩნდა, იმან დააზღვია გუშინდელი დღე და ფინანსური სექტორის ჩამოშლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.