მამუკა მდინარაძე - სააკაშვილისთვის ცოდვების ჩამორეცვხა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან დადასტურდა, რომ პრემიერის ჩარტერულ რეისზე კერძო თანხები დაიხარჯა
მამუკა მდინარაძე - სააკაშვილისთვის ცოდვების ჩამორეცვხა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან დადასტურდა, რომ პრემიერის ჩარტერულ რეისზე კერძო თანხები დაიხარჯა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დადასტურდა, რასაც „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პრემიერის ჩარტერულ რეისზე სახელმწიფოს თანხები არ დახარჯულა. მდინარაძის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა დღეს განაცხადა, რომ ეს იყო კერძო თანხები.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციური არხების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციები ტყუილი აღმოჩნდა.

„დღევანდელ პრემიერთან შეტევაზე გადადის ადამიანი, ვინც ესკობარის საფლავის მოსანახულებლად სახელმწიფო ხარჯებით დადიოდა. აღარაფერს ვამბობ მკბენარი მასაჟისტების ჩამოყვანაზე, პირით რომ უნდა ეკეთებინა მასაჟი. არ გაინტერესებთ, საიდან აქვს გიული ალასანიას ათეულობით, თუ ასეულობით მილიონი დოლარი, ხან ლობისტებს რომ ქირაობს და საიდანღაც ქონებები რომ გაუჩნდა? უბრალოდ გაინტერესებდათ, რომ სააკაშვილისთვის ეს ცოდვები ჩამოგერეცხათ, მაგრამ ვერ მოახერხეთ, რადგან პრემიერის ჩარტერულ რეისზე კერძო თანხები ყოფილა დახარჯული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.