მამუკა მდინარაძე - „რუსთავი 2“-ს მოსყიდვის ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოს დაწესება არ მოუწევდა
მამუკა მდინარაძე - „რუსთავი 2“-ს მოსყიდვის ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოს დაწესება არ მოუწევდა

მოსყიდვის, ან დაშენების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოების დაწესება არ მოგიწევდათ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შეკითხვას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„რეალური, ხაზს ვუსვამ, რეალური ინფორმაცია რაიმე მოსყიდვის, დაშინების ან მსგავსი არაკანონიერი ქმედების შესახებ რომ გქონოდათ, მაშინ არ მოგიწევდათ ჯილდოების დაწესება მოსყიდვის დაბრალებისათვის. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია, რასაც მე გეუბნებით. ე.წ. ჯილდო იმისთვის დაწესდა, რომ ინფორმაცია წამოსულიყო და ვინმეს დაბრალებოდა მსგავსი ფაქტი, რადგან ასეთი ფაქტები რეალურად არ ფიქსირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.