მამუკა მდინარაძე - რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის შეცვლილი რიტორიკის მიზეზია საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ე.წ. საარჩევნო ტრიუკი და მათი სიმბოლური ნიშანი - ბოროტება
მამუკა მდინარაძე - რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის შეცვლილი რიტორიკის მიზეზია საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ე.წ. საარჩევნო ტრიუკი და მათი სიმბოლური ნიშანი - ბოროტება

გიორგი ვაშაძის შეცვლილი რიტორიკის მიზეზია ე.წ. საარჩევნო ტრიუკი და მათი სიმბოლური ნიშანი – ბოროტება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ის რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო.

„შეცვლილი რიტორიკის მიზეზია უპრინციპობა, საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ე.წ. საარჩევნო ტრიუკი, უთავმოყვარეობა და  მათი სიმბოლური ნიშანი – ბოროტება. ეს არის მათი მთავარი სამარკო ნიშანი, მათ სიბნელესთან ერთად. ეს არის ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.