მამუკა მდინარაძე - რომელიმე პარტია საჯაროდ ან არასაჯაროდ თუ დააფიქსირებს, რომ მზად არიან შეგვხვდნენ, ბუნებრივია, ჩვენც თანახმა ვართ
მამუკა მდინარაძე - რომელიმე პარტია საჯაროდ ან არასაჯაროდ თუ დააფიქსირებს, რომ მზად არიან შეგვხვდნენ, ბუნებრივია, ჩვენც თანახმა ვართ

რომელიმე სხვა პარტია თუ საჯაროდ ან არასაჯაროდ დააფიქსირებს, რომ მზად არიან, შეგვხვდნენ და კონკრეტულ დეტალებზე გველაპარაკონ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენც თანახმა ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არის, ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ ფორმატში ესაუბრონ.

„დავადასტურებ, რომ ალეკო ელისაშვილს შეხვედრის ინიციატივა რა თქმა უნდა, ჩვენგან მოდიოდა, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა საჯაროდ იყო გახმოვანებული. ბუნებრივია, თუ რომელიმე სხვა პარტია საჯაროდ ან არასაჯაროდ დააფიქსირებს, რომ მზად არიან შეგვხვდნენ და კონკრეტულ დეტალებზე გველაპარაკონ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენც თანახმა ვართ, ნებისმიერ მათგანთან გვექნება კომუნიკაცია და იგივე თუ სხვა ფორმატში., ნებისმიერ ფორმაში შევხვდებით, ვილაპარაკებთ ნებისმიერ საკითხზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი