მამუკა მდინარაძე - როგორც იქნა, სტატუსთან დაკავშირებით ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც შარშან უსამართლო იყო
მამუკა მდინარაძე - როგორც იქნა, სტატუსთან დაკავშირებით ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც შარშან უსამართლო იყო

სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი მხოლოდ პოზიტიურია, ხაზგასმით ვამბობ, რომ თუ თეორიულად შეიძლება, დავუშვათ რაიმე სხვაგვარი გადაწყვეტილება, ეს შეიძლება იყოს ვადის ამბავი, მაგრამ კანდიდატის სტატუსს ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად ელოდება, რადგან ასეთი რეკომენდაცია ევროკომისიამ გასცა.

„როცა უნგრეთზე აპელირებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ქვეყანა და მისი ლიდერი არათუ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შემშლელად შეიძლება მოგვევლინონ, არამედ ისინი ლობიზმის დონემდე ატანილი მხარდაჭერით ცდილობენ, საქართველოს ამ გზაზე დაეხმარონ. საბედნიეროდ, ამ რიგებში სხვა ქვეყნებიც ჩაეწერნენ, რაც ძალიან კარგია. როგორც იქნა, სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც შარშან უსამართლო იყო და წელს ისეთ სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით, როგორიც ევროკომისიის გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.