მამუკა მდინარაძე - როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ „პატრიოტ“ ლიდერებს
მამუკა მდინარაძე - როგორ ხდება, რომ გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ „პატრიოტ“ ლიდერებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება.

გავრილოვის კომენტარი ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია, მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“.

მდინარაძის თქმით, დამაფიქრებელია, რომ „გავრილოვი მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ისე მე დავფიქრდებოდი, როგორ ხდება, რომ ეს გავრილოვი ყოველთვის მაშველ რგოლად ევლინება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ „პატრიოტ“ ლიდერებს. მით უმეტეს, მათ ტელევიზიებში მათთვისვე ძალიან სასურველი „ვორდინგით“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.