მამუკა მდინარაძე - რეგლამენტის თანახმად, ვალდებული ვართ, პარლამენტის პირველსავე სხდომაზე განვიხილოთ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი
მამუკა მდინარაძე - რეგლამენტის თანახმად, ვალდებული ვართ, პარლამენტის პირველსავე სხდომაზე განვიხილოთ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

ჩვენი ოპონენტები ნუ მიიღებენ ისე, რომ ეს არის გარკვეული ულტიმატუმი, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე დასმულ კითხვას.

მდინარაძის თქმით, რეგლამენტი პარლამენტს ავალდებულებს, რომ პირველსავე სხდომაზე მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილოს.

„ჩვენი ოპონენტები ნუ მიიღებენ ისე, რომ ეს არის გარკვეული ულტიმატუმი. მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ეს არ არის უმრავლესობის გადასაწყვეტი პროცედურული საკითხი, რადგან საქართველოს რეგლამენტში წერია, დათქმული ვადის შემდეგ, როგორც კი პირველი სხდომა იქნება, სხვა საკითხების განხილვამდე, პარლამენტმა პირველ რიგში, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი, თუ ასეთი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს საფუძველი არის მათივე განცხადებები. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვალდებულია, განიხილოს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამიტომ ჩვენ გვექნება თუ არა სხდომა, პირველ საკითხად უნდა განვიხილოთ მათი საკითხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.