მამუკა მდინარაძე - ქვეყნის მტრობა და დაზიანება ფარგლებს გარეთ ცუდია ქვეყნისთვის, თორემ ხელისუფლებაზე არავინ ფიქრობს და არავინ აპირებს, საკუთარი შვილების წინაშე მიკერებული იარლიყებით იაროს
მამუკა მდინარაძე - ქვეყნის მტრობა და დაზიანება ფარგლებს გარეთ ცუდია ქვეყნისთვის, თორემ ხელისუფლებაზე არავინ ფიქრობს და არავინ აპირებს, საკუთარი შვილების წინაშე მიკერებული იარლიყებით იაროს

ქვეყნის მტრობას და დაზიანებას ფარგლებს გარეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არის ცუდი იგივე ამ ქვეყნისთვის, თორე, ახლა ხელისუფლებაზე არავინ არ ფიქრობს და არავინ არ აპირებს, საკუთარი შვილების წინაშე მიკერებული იარლიყებით იაროს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ განმარტა, რატომ ვერ გაფრინდნენ მოხალისეები უკრაინაში.

„როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მებრძოლებთან, მოხალისეებთან ერთად ომში, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს და ერთვები ომში. თან მაშინ, როცა შენი წინადადება მძაფრად აღიქმება ყველას მხრიდან. ეს არის კონკრეტული განაცხადი. მაშინ გადავწყვიტოთ, რომელიმე თქვენგანს შეძლია მითხრას, გადაწყევტილება მივიღოთ ომის სასარგებლოდ? ყველამ მიკიბმოკიბულს თავი დავანებოთ და საკითხი დავაყენოთ მკაფიოდ – ომი უნდა იყოს თუ არა, დანარჩენი არის მიკიბმოკიბვა. მკაფიოდ თქვან, ომში უნდა ჩავერთოთ? – კონკრეტულად ვთქვათ, რა გვინდა და ამ ქვეყნის ინტერესი რა არის. ქვეყნის მტრობა და დაზიანება ფარგლებს გარეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არის ცუდი იგივე ამ ქვეყნისთვის, თორემ ახლა ხელისუფლებაზე არავინ ფიქრობს და არავინ აპირებს, საკუთარი შვილების წინაშე მიკერებული იარლიყებით იაროს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.