მამუკა მდინარაძე - ქართული საზოგადოება რეიტინგს არ მიანიჭებს ხალხს, რომლებიც პროვოკაციულ და ძალადობრივ ქმედებებზე მიდიან
მამუკა მდინარაძე - ქართული საზოგადოება რეიტინგს არ მიანიჭებს ხალხს, რომლებიც პროვოკაციულ და ძალადობრივ ქმედებებზე მიდიან

ქართული საზოგადოება რეიტინგს არ მიანიჭებს იმ ხალხს, რომლებიც პროვოკაციულ და ძალადობრივ ქმედებებზე მიდიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში აგონიურ მდგომარეობაში და განსაკუთრებით არაადეკვატურია.

„სააკაშვილის დაპირებები ჩამოსვლასთან დაკავშირებით არ დასრულდა. ის თავისი ჩამოსვლით და ესენი რაღაც მუხტის აწევით ცდილობენ, ლაჩლური და პროვოკაციული ქმედებებით რაღაც რეიტინგი აუწიონ თავის პარტიის. იმას ვერ ხვდებიან, რომ ქართული საზოგადოება რეიტინგს არ მიანიჭებს ხალხს, რომლებიც ასეთ პროვოკაციულ და ძალადობრივ ქმედებებზე მიდიან. ამ სისულელეების კეთებას თავი დაანებონ. სახელმწიფო ამ ყველაფერს ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.