მამუკა მდინარაძე - ტყუილი და ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი გახდა, ასეთი ფაქტები არავის შერჩება
მამუკა მდინარაძე - ტყუილი და ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი გახდა, ასეთი ფაქტები არავის შერჩება

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროვოკაციები, ტყუილი და ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“  სამარკო ნიშანი გახდა, ასეთი ფაქტები არავის შერჩება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობას არავის მიმართ არანაირი გამართლება არ აქვს.

„რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროვოკაციები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. მთელი ეს დღეები ითმენდნენ ჩვენი წარმომადგენლები და გუშინ სამწუხაროდ, მარნეულში პროვოკაციაზე წამოაგეს და მოხდა ის სამწუხარო ინციდენტი. ძალადობას არავის მიმართ არანაირი გამართლება არ აქვს. დღეს მარნეულში რომ ვეღარ გაბედეს, დაუჯარადნენ იმ ადგილას, სადაც მათი აზრით, ვიდეოკამერები არ არის და სასტიკად სცემეს. ეს ადამიანი საარჩევნო სპეციალისტია და ის უზრუნველყოფს დაკომპლექტებას ჩვენი წარმომადგენლების საუბნო საარჩევნო კომისიებში და ეს დამთხვევაა ნამდვილად ვერ იქნება, იმ ფონზე, როდესაც მთელი დღის განმავლობაში გუშინ კაკანებდნენ ეთერში ოპოზიციის ზოგიერთი უპასუხისმგებლო მავნებელი და მატყუარა წარმომადგენლები და თავისი პარტიული ტელევიზიის ლიდერი, იმასაც კი ატყუებდნენ საზოგადოებას, რაც მე ვთქვი გუშინ ბრიფინგზე, ისინი ამბობდნენ, თითქოს მე ვამბობ, რომ ერთმანეთს სცემენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მსგავსი არ ყოფილა, პირიქით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბოლნისში „ქართული ოცნების“ წევრებმა თავისი თავი იცემეს. ტყუილი და ძალადობა მათი სამარკო ნიშანი გახდა. ასეთი ფაქტები არავის შერჩება“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი