მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ გუნდიდან დანიშნულ ნებისმიერ ადამიანზე ამბობენ, რომ ივანიშვილის გარემოცვიდანაა, აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ გუნდიდან დანიშნულ ნებისმიერ ადამიანზე ამბობენ, რომ ივანიშვილის გარემოცვიდანაა, აბა, სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა

ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც ჩვენი გუნდიდან სადმე ინიშნება, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან ინიშნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დანიშვნის შესახებ ჰკითხეს.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ჩვენს გუნდში და სადმე დაინიშნება, ამბობენ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. აბა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სააკაშვილის გარემოცვიდან ხომ არ დაინიშნებოდა? რა ლოგიკას ავითარებენ, ვერ ვხვდები. ამ თანამდებობაზე სააკაშვილის გარემოცვიდან უნდა დანიშნულიყო?“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.