მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“ ისე დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რომ კოალიციური მთავრობის არანაირი საჭიროება არ ექნება
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“ ისე დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რომ კოალიციური მთავრობის არანაირი საჭიროება არ ექნება

კოალიციური მთავრობის საჭიროების რისკს თეორიულადაც კი არ განვიხილავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ისე დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, რომ მას კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ ექნება.

„კოალიციური მთავრობის საჭიროების რისკს თეორიულადაც კი არ განვიხილავთ იმიტომ, რომ ამას აჩვენებს ყველა რეიტინგი, ყველა რეალური მონაცემი. აქედან გამომდინარე, იმ არჩევნებში, რომელიც დაახლოებით ორ თვეში გაიმართება, „ქართული ოცნება“ ისე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რომ მას კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ ექნება. აქედან გამომდინარე, ყველა განცხადება, რაც კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით კეთდება, ცალსახა სპეკულაციაა და ერთადერთ მიზანს ისახავს – რეალური რეიტინგები დააყენონ ეჭვქვეშ. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი განწყობები თავად საზოგადოებაშივეა ყველაზე კარგად ცნობილი. „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას, მას დღეს მზარდი რეიტინგი აქვს და დღევანდელი რეიტინგი, ამ პირობებში, წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით 60 პროცენტამდეა. ამიტომ ამის საჭიროება არანაირად არ იქნება“, –  განაცხადა მდინარაძემ.