მამუკა მდინარაძე - პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რასაც, მეუბნებიან, საშინელი კადრებია, საუბარია იმაზე, რაც კარგად ვიცით, რომ ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ
მამუკა მდინარაძე - პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რასაც, მეუბნებიან, საშინელი კადრებია, საუბარია იმაზე, რაც კარგად ვიცით, რომ ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ

პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ რასაც, მეუბნებიან, არის საშინელი კადრები. საუბარია იმაზე, რაც კარგად ვიცით, რომ ადამიანებს აწამებდნენ, ცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პროკურატურის მიერ პატიმრის წამების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაზე საუბრისას განაცხადა.

„ნაცებს“ რომ ჰკითხო, ქვეყანა გაჩერებულია და არ ვითარდება, ადამიანების ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან კი იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვის, მსჯელობის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არ ჰყავს, საპირისპირო მხარე ამტკიცებს, რომ არის და ახლა ამ ვითარებაში ვართ. სულ ახლახან, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, პრობლემა იყო ის, აჭმევდნენ თუ არა დაკავებულ პირს საკუთარ ჩვენებას და გააუპატიურებდნენ თუ არა მას“, – გააცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურამ ვიდეომასალასაც გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს.