მამუკა მდინარაძე – პროკურატურას და შსს-ს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით

14:15, 01.07.2026

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა.

„რაც შეეხება თავად პროკურატურას, ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ასევე შთამბეჭდავი შედეგები. მაგალითად, მხოლოდ ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება – 200 მილიონ ლარზე, ხოლო კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები 75 მილიონ ლარზე მეტია. ამ დანაშაულებზე სახელმწიფოსთვის და 170 დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი უკვე ანაზღაურებულია.

გაზრდილი პოზიტიური შედეგებია ყველა მიმართულებით. პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

პროკურატურის მიღწევებზე საუბრისას ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი