მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებსო, უფრო მეტად ვერ უმტრობ საკუთარ ქვეყანას, ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ ადამიანმა თქვა, ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებსო, უფრო მეტად ვერ უმტრობ საკუთარ ქვეყანას, ამის გამოსწორება შეკრებებით არ ხდება

ეს არის სპექტაკლი სახელად – „მინდა, მივიწერო ეს კარგი საქმე“. მთავარი როლის შემსრულებელია სალომე ზურაბიშვილი, ფორმალური პრეზიდენტი. რეჟისორები შეიძლება, ქვეყნის შიგნითაც არ არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპის“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.