პანდემიიდან გამოწვეული ზიანი ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებზე. ამიტომ, პოლიტიკური შოუებისა და კინკლაობის დრო არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
„კონკრეტულ თემებზე მერე ვილაპარაკოთ, იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პარლამენტში მივიღებთ კრიტიკას, ვიქნებით დებატები და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწოდებთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც კი, ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ვხედავთ, რომლებიც ვირუსის მხარეს დგანან და ცდილობენ, ვირუსისგან მიყენებული ზიანი თავის ბენეფიტად ჩაითვალონ, გვპირდებიან ცხელ გაზაფხულს, რევოლუციური სცენარის განვითარებას და პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა მდინარაძემ.