მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიზანია 
მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიზანია 

პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური მიზანია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის მანძილზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცდილობდნენ, რომ არგუმენტებზე მსჯელობა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაეყვანათ.

“ხედავთ, რომ პოლიტიკური დაპირისპირება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური მიზანია. გასული წლის მანძილზე, ისინი თავისი უზრდელობით ცდილობდნენ, არგუმენტებზე მსჯელობა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაეყვანათ. როცა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განმარტებებს ითხოვდა, მათ უზრდელობით უპასუხეს და დისკუსიაში არ შევიდნენ. ეს მათი პოლიტიკური მიზანია. შევეცდებით, რომ კონსტრუქციულები ვიყოთ, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება რომ ავიცილოთ, ამის საშუალებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მარგველაშვილი არ იძლევიან”, – აღნიშნა მდინარაძემ.