მამუკა მდინარაძე - პოლარიზაციას თუ რამე აღრმავებს, ეს არის კონსტიტუციის დემონსტრაციულად დარღვევა და მისი უპატივცემულობა
მამუკა მდინარაძე - პოლარიზაციას თუ რამე აღრმავებს, ეს არის კონსტიტუციის დემონსტრაციულად დარღვევა და მისი უპატივცემულობა

პოლარიზაციას თუ რამე აღრმავებს, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა დემონსტრაციულად და მისი უპატივცემულობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაციის მიღწევას ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

„სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, რასაც კადრულობენ, პოლარიზაციას აღრმავებს კონსტიტუციის დარღვევაში თანამზრახველობა, თანამონაწილეობა, ამ ყველაფრის „გაპრავება“ და ამ მიმართულებით თავხედობა. პოლარიზაციას აღრმავებს ის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ – ტყუილები, ცილისწამება, უდიდესი ზიზღი, რომელიც მოდის ოპოზიციისგან. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციას ბატონი ბორელი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებდა. რამდენიც ვცადეთ, იმდენი უხეში შეურაცხყოფა მივიღეთ, მანიპულაცია, ფაქტების დამახინჯება, ტყუილები. „ნაცმოძრაობის“ ამაზრზენი პროპაგანდირების მიზანია, ვიღაცას რაღაც დააბრალონ და ჩირქი მოსცხონ. ამის ფონზე, არ ვიცი, როგორ შეიძლება, მხოლოდ ცალმხრივად გამოვიდეს დეპოლარიზაცია, რაც არ უნდა ნება იყოს ხელისუფლებისგან. ეს არის პუნქტი, რომელზეც შედეგის დამოუკიდებლად მიღწევა არ გამოგვივა. სწორედ ამ პუნქტში არიან ყველაზე რადიკალურები. ერთი მცდელობაც კი არ ჰქონიათ დეპოლარიზაციისკენ. ამიტომ დეპოლარიზაცია მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იმედია, ევროპელი კოლეგები საბოლოო ჯამში მაინც გაიგებენ ამას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.