მამუკა მდინარაძე -პატრონები უკმაყოფილოები არიან იმ შედეგებით, რაც მდიდარმა ენჯეოსექტორმა და მათმა აგენტურამ დადო, ახლა უნდათ მათი წარმომადგენელი ენჯეოსექტორის გაძლიერება
მამუკა მდინარაძე -პატრონები უკმაყოფილოები არიან იმ შედეგებით, რაც მდიდარმა ენჯეოსექტორმა და მათმა აგენტურამ დადო, ახლა უნდათ მათი წარმომადგენელი ენჯეოსექტორის გაძლიერება

აგენტურა უნდა გაძლიერდეს საქართველოში, რადგან ისინი არიან ჯგუფები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას არეულობის, ქაოსის და რევოლუციის გზით, მათი სატელიტი პარტიები და პატრონები უკმაყოფილოები არიან იმ შედეგებით, რაც მდიდარმა ენჯეოსექტორმა და მათმა აგენტურამ დადო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ეს არის ამ გზავნილის ქვეტექსტი.

„„ნაცები“, მათი სატელიტი პარტიები და პატრონები უკმაყოფილოები არიან იმ შედეგებით, რაც მდიდარმა ენჯეოსექტორმა და მათმა აგენტურამ დადო. ამიტომ შიგნით უჯავრდებიან თავიანთ ჟურნალისტებს, აპირებენ ტელევიზიების დახურვას, გვერდზე გადაგდებას, აპირებენ და უნდათ მათი წარმომადგენელი ენჯეოსექტორის გაძლიერება“, – განაცხადა მდინარაძემ.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის, დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე“.