მამუკა მდინარაძე - ორმაგი სტანდარტია, როცა გვამუნათებენ, სააკაშვილზე ცოტა ისე ილაპარაკეთ, რადგან პრეზიდენტი იყოო და ამ დროს მოქმედ პრეზიდენტს მონას ეძახიან, ამ მიზნით აქტივს უორგანიზებენ
მამუკა მდინარაძე - ორმაგი სტანდარტია, როცა გვამუნათებენ, სააკაშვილზე ცოტა ისე ილაპარაკეთ, რადგან პრეზიდენტი იყოო და ამ დროს მოქმედ პრეზიდენტს მონას ეძახიან, ამ მიზნით აქტივს უორგანიზებენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის მიპყრობილი და ამ მიმართულებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ეთანხმება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, თუმცა ქვეყანა ყველა პატიმარს თანაბრად მოეპყრობა, რადგან მათი უფლებრივი მდგომარეობა ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

„ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ბუნებრივია, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის მიპყრობილი და თითქმის ყველა კითხვა მიხეილ სააკაშვილს ეხება, მასზე საუბარი მიწევს ათეული წუთია. აქედან გამომდინარე, შემიძლია, პრეზიდენტ ზურაბიშვილს დავეთანხმო, რომ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარი გამოდის, რადგან მასზე ნიუსები ვრცელდება, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ ქვეყანა ყველა პატიმარს თანაბრად მოეპყრობა, რადგან მათი უფლებრივი მდგომარეობა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. თუმცა, თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ სააკაშვილს განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყროთ და ვისაუბროთ, ამას ვერ გავაკეთებთ ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – როცა გვამუნათებენ, რომ სააკაშვილზე ცოტა ისე ილაპარაკეთ, რადგან პრეზიდენტი იყოო და ამ დროს მოქმედ პრეზიდენტს მონას უძახიან და აქტივს უორგანიზებენ ამ მიზნით, ცოტა ჩამოსაყალიბებელი და გამოსარიცხი ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი