მამუკა მდინარაძე - ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფული არ გადაიხადოს
მამუკა მდინარაძე - ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფული არ გადაიხადოს

ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფული არ გადაიხადოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილი დგამს სპექტაკლს და მას რომ გამოძიება სურდეს, დღეში ერთ ჩანაწერს არ გაავრცელებდა მედიაში, რომელშიც ხელს უწყობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მთელი სპექტრი.

„რა ხდება სინამდვილეში, არ შეიძლება მხოლოდ იმ ჩანაწერით ლაპარაკი, რომელზეც მერე ექსპერტიზა იტყვის, რომ ყალიბია და მონტაჟია. არც ის შეიძლება, რომ ლევან ყიფიანის ჩვენებით რაიმე დასკვნები გამოვიტანოთ. ეს საქმე უნდა მივიდეს ყოველმხრივი, ობიექტური გამოძიების შედეგადე. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი იმაზე რაც დააშავა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.