მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანამ უკან დაიხიოს, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესში
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანამ უკან დაიხიოს, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესში

ყველაფერი კეთდება, რათა ხელოვნური კრიზისით გამწვავდეს რეალური კრიზისი, რომელიც კოვიდპანდემიამ გამოიწვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანამ უკან დაიხიოს, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესში, რომელ გზაზეც ჩვენ ვდგავართ და ეს გზა არის განუხრელი. ჩვენ სხვა მიმართულება არ გვაქვს და არ გვექნება. ამის გარანტიები, კონსტიტუციური და ქმედითი ბერკეტებიდან დაწყებული, ყველა ჩვენს მოქმედებაშია. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება, რათა ხელოვნური კრიზისით გამწვავდეს რეალური კრიზისი, რომელიც კოვიდპანდემიამ გამოიწვია. იცით, ეკონომიკა რა მძიმე მდგომარეობაშია და რა მძიმე დარტყმებს იღებს. საბედნიეროდ, საზოგადოება იმას ფიქრობს, რომ მათ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულონ, პარლამენტში შემოვიდნენ და თავისი საქმე გააკეთონ. ამიტომ ქართული საზოგადოების ნება აღსრულდება და არა იმ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, ვინც საბოტაჟს ახორციელებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი