მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ამომრჩევლის დავალების შესაბამისად, იმედია, მათი დიდი ნაწილი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ამომრჩევლის დავალების შესაბამისად, იმედია, მათი დიდი ნაწილი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ოპოზიციას ვადა მივცეთ, მიიღონ სწორი, სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება. ამოვწურეთ ბოლომდე ვადა და ეს ვადა 2 თებერვლამდეა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩემს პირად პოზიციებზე არ ვილაპარაკებ, მათ 2 თებერვლამდე გადაწყვეტილების მიღების საშუალება აქვთ. ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ამომრჩევლის დავალების შესაბამისად. იმედია, მათი დიდი ნაწილი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება კენჭისყრას, როცა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოდის ხოლმე, ფრაქცია კიდევ ერთხელ იკრიბება. ჩვენ შევიკრიბებით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენს პოზიციას დავაზუსტებთ და ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა, 2 თებერვალს, 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა შემდეგი დეპუტატებისთვის იგეგმება – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვა, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკანორ მელია, აკაკი მინაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან ხაბეიშვილი, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თეიმურაზ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.