მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მობილიზებას ახდენს
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მობილიზებას ახდენს

საჯაროდ აცხადებენ, რომ თითქოს, არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, თუმცა ისინი, მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ამომრჩეველთა მობილიზებას უბნებზე ახდენენ, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საღამოს გაირკვევა, რომ ოპოზიცია უბნებზე მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.

„ოპოზიციამ ბევრ განცხადებას უწოდა, სამწუხაროდ, აბსურდული, თუმცა შემდეგ მათი განცხადებების შემოწმება ერთ დღეში გახდა შესაძლებელი. ჩემი ეს განცხადება, რომ ისინი მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას, საღამოს გაირკვევა, მართალია თუ არა. დიდი დრო არ დასჭირდება ამის გარკვევას. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ის მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება არ იყოს სწორი, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა. არ უნდა დავიზაროთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატებს. მაინც შევახსენებ ამომრჩეველს, რომ საარჩევნო ბიულეტენში არის ორივე გვარი შეტანილი, ასე ზოგადად, საჯაროდ აცხადებენ, რომ თითქოს არ იღებენ მონაწილეობას, თუმცა ისინი, მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ახდენენ ამომრჩეველთა მობილიზებას უბნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.