მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ჩუმად იყო მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები საჭიროებისამებრ ვერ მიდიოდა, აყვირდნენ, როცა პრობლემა გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება
მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ჩუმად იყო მაშინ, როცა იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები საჭიროებისამებრ ვერ მიდიოდა, აყვირდნენ, როცა პრობლემა გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით პრობლემა გადაიჭრა და მიხვდნენ, რომ საშვილიშვილო საქმე კეთდება, ხოლო ჩუმად იყვნენ, როცა იცოდნენ, რომ სამუშაოები საჭიროებისამებრ ვერ მიმდინარეობდა.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„კახა კალაძის წინააღმდეგ ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და, ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე „ანამნეზი“:

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან (მაქსიმუმ, ღლიცინებდნენ).

აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.

პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ, ამბავი აეტეხათ…“, – დაწერა მამუკა მდინარაძემ.