მამუკა მდინარაძე - ნულოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის ფასი, მიშელის დოკუმენტს თუ არ შემოუერთდებიან
მამუკა მდინარაძე - ნულოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის ფასი, მიშელის დოკუმენტს თუ არ შემოუერთდებიან

ნულოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლის ფასი, მიშელის დოკუმენტს თუ არ შემოუერთდებიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი პარლამენტში მიმდინარე საქმიანობაში სრულფასოვნად ვერ ჩაერთვებიან, თუ აღნიშნულ დოკუმენტს არ შეუერთდებიან.

„ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ისინი მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, რადგან ერთადერთი „გამართლება“, რაც მათ საქციელს შეიძლება ჰქონოდა შემოსვლასთან დაკავშირებით, იყო მიშელის დოკუმენტი. ნულოვანია მათი პარლამენტში შემოსვლის ფასი, თუ ამ დოკუმენტს არ შემოუერთდებიან. ვერაფერში ვერ ჩაერთვებიან, თუ არ იქნებიან ამ შეთანხმების მონაწილეები და ხელის მომწერები. ვფიქრობ, რომ მათ როგორც გირაოზე მოუწიათ დათანხმება და პარლამენტში მოუწიათ შემოსვლა, ასევე მოუწევთ ხელმოწერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.