მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან წარსულის ცოდვებით დამძიმებული „ნაცები“, ქართველი ხალხი მოვლენებს სწორად აფასებს
მამუკა მდინარაძე - ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან წარსულის ცოდვებით დამძიმებული „ნაცები“, ქართველი ხალხი მოვლენებს სწორად აფასებს

აღიარების გარეშე ვიცით, რა დღეში იყო სასამართლო, მედია გვარამიას დროს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედები არიან.

„საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე. კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის თანაშემოქმედები. რა ჰგონიათ, „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის გარეთ, ე.წ. შუაშისტურ 20 პროცენტს მოიპოვებენ? „ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია, კაცი კაცია, ასეა. „ნაცი“ ყოველთვის „ნაცი“ იქნება. ისინი არიან წარსულის ცოდვებით დამძიმებული „ნაცები“. როგორც არ უნდა შეიკრან და მერე იბოდიალონ ერთმანეთში, ვერაფერს იზამენ. ქართველი ხალხი კარგად ხედავს და მერე მოვლენებს სწორად აფასებს“, – განაცხადა მდინარაძემ.