მამუკა მდინარაძე - „ნაცურ“ კლასტერში ყველას თავისი როლი აქვს, აბსტრაქტული თემები აქვთ გადანაწილებული და სისულელეში არიან შესული
მამუკა მდინარაძე - „ნაცურ“ კლასტერში ყველას თავისი როლი აქვს, აბსტრაქტული თემები აქვთ გადანაწილებული და სისულელეში არიან შესული

„ნაცურ“ კლასტერში ყველას თავისი როლი აქვს, აბსტრაქტული თემები აქვთ გადანაწილებული და სისულელეში არიან შესული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის მათი ინტერესების თანხვედრა.

„ორი თანმხვედრი პროცესია – ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად ჩამოშლილია და ეს ძალიან კარგია, მეორე მხრივ, მათ ამასობაში გარკვეულ როლებს უნაწილებენ. ვიცით, რომ „ნაცმოძრაობაში“მხოლოდ პარტიას არ ვგულისხმობთ, მხედველობაში გვაქვს ბევრი განშტოება და წარმონაქმნი „ნაცურ“ კლასტერში, „ლელო“ და ასე შემდეგ. ყველას თავისი როლი აქვს. ამ კლასტერში გახარიას ის როლი მიენიჭა, რომელმაც ხმები უნდა ჩამოაჭრას „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ვერ მივართმევთ. ახლა გახარია კორუფციის თემაზე გააქტიურეს და უნდა იძახოს, რომ „ქართულ ოცნებაში“ კორუმპირებულები არიან. ეს არის მისი მესიჯბოქსი და ეს დავალება მიიღო, სხვას სხვა დავალება აქვს. ეს არის მათი ინტერესების თანხვედრა. „ლელოს“ სლოგანია, შუა უნდა შეიკრიბოსო. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი მთლად რადიკალი თუ არ არის, „ლელომ“ უნდა წაიყვანოს თავისკენ. მათ აბსტრაქტული თემები აქვთ გადანაწილებული და სისულელეში არიან შესული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.