მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ სამი მედიასაშუალება ბოლო სამი დღის განმავლობაში ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ სამი მედიასაშუალება ბოლო სამი დღის განმავლობაში ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია

ისინი აკეთებენ რუსეთის საქმეს, ვინც აშშ-ს საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებს, რომ მათ მოახდინეს კონკრეტული მოსამართლის დისკრმინაცია კონკრეტული „ქეისის“ გამო, თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელხყოფას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ სამი მედიასაშუალება ბოლო სამი დღის განმავლობაში ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია.

„მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს და მგონი, შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად ახსენებს რუსეთს, პუტინს. ამ დროს სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის საქმეს, როდესაც ისინი აშშ-ს საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს კონკრეტული მოსამართლის დისკრმინაცია კონკრეტული „ქეისის“ გამო, თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელხყოფას. არათუ ასე აბრალებს სახალხო დამცველი აშშ-ის საელჩოს, არამედ მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას, მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს. „ნაცმოძრაობის“ სამი მედიასაშუალება დალაგებულია და ამტკიცებს ბოლო სამი დღის განმავლობაში, რომ აშშ-ის საელჩომ მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისკრიმინაცია, სცადა ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში კონკრეტული „ქეისის“ გამო. აქეთ გვედავებიან ანტიდასავლური თემების გაღვივებაში. სწორედ ის არის ანტიდასავლური, რასაც ისინი აშშ-ს და საელჩოს აბრალებენ. ანტიდასავლურია, რომ დანაშაულზე საუბრობენ გვარამიას შემთხვევაში და ზოგადად ამბობენ, რომ დემოკრატიას და დასავლეთს არ შეესაბამება მედიანეჯერის დაკავება. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მედიამენეჯერობა კი არ არის ამოსავალი წერტილი, აქ არის დანაშაული ჩაიდინა თუ უდანაშაულოა ადამიანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი