მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმების რესურსი არის ნულის ტოლი, მათი მიზანია, ქვეყანა დააზიანონ, ჩვენი მიზანია, ქვეყანა გადავარჩინოთ
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმების რესურსი არის ნულის ტოლი, მათი მიზანია, ქვეყანა დააზიანონ, ჩვენი მიზანია, ქვეყანა გადავარჩინოთ

მწირი რესურსი არსებობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთობის. როცა ხალხი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და აზიანებს ხელისუფლებას, მათთან ერთობა არ გამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმების რესურსი არის ნულის ტოლი.

„ოპოზიციის სეგმენტებად დაყოფა გამიჭირდება, ვიღაცასთან შეიძლება, რაღაცაზე შეთანხმებას მივაღწიოთ, რაღაცაზე – არა. თუ პიარულად იფიქრებენ იმაზე, რომ კონკრეტული საკითხისთვის მხარის არდაჭერა დააზიანებთ, მხოლოდ ამაზე შეიძლება, მოაწერენ ხელს, დანარჩენ შემთხვევაში, მწირი რესურსი არსებობს „ნაცმოძრაობასთან“ ერთობის. როცა ხალხი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და აზიანებს ხელისუფლებას, მათთან ერთობა არ გამოვა. ერთ მხარეს ქვეყნის დაზიანების მიზანი რომ ჰქონდეს და მეორეს მისი დაცვის, ამ ორ სუბიექტს შორის შეუძლებელია რაიმე კონსესუსის მიღწევა და კონსესუსის რესურსი არის პრაქტიკულად ნულის ტოლი. „ნაცმოძრაობასთან“ შეთანხმების რესურსი არის ნულის ტოლი, რადგან მათი მიზნები აცდენილია. მათი მიზანია, ქვეყანა დააზიანონ, ჩვენი მიზანია – ეს ქვეყანა მძიმე სიტუაციაში გადავარჩინოთ და უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის, მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერა“, – განაცხადა მდინარაძე.