მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ანტირუსული პიარის არავის სჯერა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ანტირუსული პიარის არავის სჯერა

გუშინ, საბედნიეროდ, უსერიოზულესი პროვოკაცია აღიკვეთა. ყოფილი პრეზიდენტის, კრიმინალი სააკაშვილის დაკავებამ უზრუნველყო ამ პროვოკაციის აღკვეთა. რომ არა, სამართალდამცავების სწორი და გათვლილი მოქმედებები, ეს პროვოკაცია ჯერ კიდევ მომავალში იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ როგორც ჩანს, იგეგმებოდა მათი გეგმის განხორციელება, ამაში ხელი შეეშალათ და ქვეყნის არევის გეგმა ჩაუვარდათ. რა თქმა უნდა, 3 ოქტომბრისთვის ემზადებოდნენ, ახლაც ემზადებიან, მაგრამ ის ძალა აღარ აქვთ, რაც სააკაშვილის მოულოდნელი გამოჩენის შემთხვევაში ექნებოდათ. ეს გეგმა ჩამოშლილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა”.

რაც შეეხება მათ განცხადებას “ქართული ოცნების” „რუსეთუმეობაზე”, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმა დროებით, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს დაუთმეს, შემდეგ ძალიან ცნობილი რეზოლუციით და თავისი მოღალატეობრივი ქმედებით ეს ყველაფერი „გაუპრავეს”, ახალი პიარსტრატეგია დაალაგეს და ვინც არ მოსწონთ, ყველა რუსეთის აგენტია, რუსეთთან აქვთ კონტაქტი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ ანტირუსული პიარის არავის არ სჯერა.

„მოგონილი რუსული თემა აღარ ჭრის. მათი ვითომ ანტირუსული პიარის არავის არ სჯერა, მოგონილი პიარის გაგრძელებაა „ქართული ოცნების” „რუსეთუმეობის” შესახებ, რომელმაც ქვეყნის ვიზალიბერალიზაციას მიაღწია და დასავლეთისკენ რეალურ ნაბიჯს მიაღწია. საქართველო ნატო-სთან და დასავლეთთან ისე ახლოს არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს არის და მათი განცხადება „რუსეთუმეობაზე“ არასერიოზულია. რაც არ უნდა ცუდი და ბინძური წარსული ჰქონდეს სააკაშვილს, ის უნდა გასამართლდეს სამართლიანად და თავისუფალი სასამართლოს პირობებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი