მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სიის 90 პროცენტი გაჯერებულია იმ „პოლიტიკოსებით“, რომლებიც ასოცირდებიან წარსულთან და ბოროტებასთან
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ სიის 90 პროცენტი გაჯერებულია იმ „პოლიტიკოსებით“, რომლებიც ასოცირდებიან წარსულთან და ბოროტებასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის 90 პროცენტი გაჯერებულია იმ „პოლიტიკოსებით“, რომლებიც ასოცირდებიან წარსულთან და ბოროტებასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან სერიოზული დაძაბულობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში, ვერ იყოფნენ ადგილებს. მათ კარგად იციან, რომ 10-დან 15-მდეა მათი მაქსიმუმი, მათთვის საუკეთესო შემთხვევაში. ამ 10 და 15-კაციან სიაში მოხვედრისთვის დიდი ორთაბრძოლები იყო და ბოლო წუთამდე ძლივს წარადგინეს სია. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. გარდა იმისა, რომ მათ რეალურად დღეს არ ჰყავთ ლიდერი პოლიტიკოსი, რომელსაც ისინი ჩასვამდნენ საარჩევნო სიის პირველ ნომრად. დანარჩენებზე საუბარი შეგვიძლია ძალიან ბევრჯერ. მათი სიის 90 პროცენტი არის გაჯერებული იმ „პოლიტიკოსებით“, რომლებიც ასოცირდებიან წარსულთან და ბოროტებასთან. ეს არის საფირმო ნიშანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.