მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ იქნება
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ვერ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამის გამო ვერ იტყვის უარს კარგ მენეჯერზე.

„ამის გამო მმართველი პარტია ვერ იტყვის უარს კარგ მენეჯერზე და იმ ადამიანებზე, რომელსაც გუნდი მიიჩნევს, რომ კარგად ნაციონალური მოძრაობგაართმევს თავს გამოწვევებს, რაც საზოგადოების წინაშე დგას. გულწრფელად მინდა, პატივისცემა დავუდასტურო იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული აქცია მას შემდეგ, რაც საქართველოში „გავრილოვის რევოლუცია“ არ შედგა“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, აქციები დაანონსდა მას შემდეგ, რაც „გავრილოვის რევოლუცია“ არ შედგა.

„რეალურად, არ აინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მთელი მათი ისტორია ამაზე მეტყველებს. ეს არის ფაქტი, რაც ვიხილეთ 2012 წლამდე და მას შემდეგ. მათ ამ ადამიანების სხეულის დაზიანებით სპეკულირება მოუწიათ და უხარიათ. ბოდიში ამ შეფასებისთვის, მაგრამ არავის სწყინს ის, რასაც აპროტესტებენ. ეს რეალური საზრუნავი არის მხოლოდ ჩვენთვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანური მიდგომა არ შეუძლია, ეს არის საშუალება რაღაც გააპროტესტონ. ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რომელთაც სხეულის დაზიანება მიიღეს, მაგრამ აქციის ლეგიტიმურად დაშლის პირობებში მიიღეს ადამიანებმა დაზიანებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ ხისტები უნდა ვიყოთ. პირიქით, მათზე მთელი ცხოვრება უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.