მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება „პატრიოტთა ალიანსს“ და ხმას არ აძლევს რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება „პატრიოტთა ალიანსს“ და ხმას არ აძლევს რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ

ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა მოხდეს მეტი ლუსტრაციისთვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ, – განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ​არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო.