მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პარლამენტის სხდომებს არ დაესწროს, არ იმუშაოს და ეს „გააპრავოს“
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პარლამენტის სხდომებს არ დაესწროს, არ იმუშაოს და ეს „გააპრავოს“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პარლამენტის სხდომებს არ დაესწროს, არ იმუშაოს და ეს „გააპრავოს“.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი რეგლამენტის იმ ჩანაწერით მანიპულირებს, სადაც პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომის გაცდენაზეა საუბარი.

„ხომ შეიძლება,„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც ნაწილში ნახევრად სიმართლე მაინც ილაპარაკოს? – აქაც ვერ ახერხებენ. სხდომებს რომ არ დაესწრონ, ბოიკოტი მოიგონეს. ეს ის მომენტია, როცა ცდილობენ, სხდომებს არ დაესწრონ, არ იმუშაონ და ეს „გააპრავონ”. რომ არა ახალი რეგლამენტი, ისინი სხდომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდნენ, როცა დასჭირდებოდათ – პროვოკაცია, ხმამაღალი განცხადებები და დესტრუქცია”, – განაცხადა მდინარაძემ.