მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, დმანისის საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი წარმოუდგენელი და სკანდალური ამბის შესახებ სხვა ქვეყანაშიც არ გაუგია.

„ალბათ, წლების განმავლობაში ასეთი ამბავი მოსმენილი არ გექნებათ. „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, წაიყვანეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წინა დღეებში ქირავდებოდა. მათ არ ენდნენ, რომ არ მისულიყვნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რადგან საბოტაჟური მოქმედებები უნდოდათ. ამ ადამიანებს იქ არ უშვებდნენ. დმანისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთმანეთში აპარატის თანამშრომლები საუბრობენ, ადამიანები, ვინც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, ისინი გამოკეტილი არიან ფონიჭალაში, ერთ-ერთ ბინაშიო. ცივილიზებულ სამყაროში, მსოფლიოში სად გაგიგიათ, რომ საკუთარი თანაგუნდელები სხვაგან მიჰყავთ, რაიონის მოშორებით რომელიმე პარტიას, რომ რომელიმე სხდომაზე არ გაეპაროს. „ნაცმოძრაობამ“ საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა თბილისში, ერთ სახლში, ერთ ადგილას მოაგროვა, რომ ეს ადამიანები საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ. ასეთი რამე გაგიგიათ? არ ვიცი, გაიტაცეს, ნებაყოფლობით გაჰყვნენ, იქ აქეიფებენ თუ აიძულებენ. ასეთი წარმოუდგენელი და სკანდალური ამბავი სხვა ქვეყნიდან არ გამიგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი