მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ანაკლიის პორტზე, ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ სივრცეზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს ყველაფერი კონსტიტუციაში თავად ჩაწერა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ანაკლიის პორტზე, ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ სივრცეზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს ყველაფერი კონსტიტუციაში თავად ჩაწერა

„ნაციონალური მოძრაობა“ ანაკლიის პორტზე, ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ სივრცეზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს ყველაფერი კონსტიტუციაში თვითონ ჩაეწეროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ოპონენტები არაფერზე ფიქრობენ, კონკრეტულ ქმედებას რა შედეგი მოჰყვება.

„ფსევდოპატრიოტულ სადღეგრძელოებს დაწერენ, რაღაც რეზოლუციას შემოაგდებენ და ამის იქით განვითარება აღარ აინტერესებთ. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის უსაფრთხოებაზე, განვითარებაზე, დასავლურ კურსსა და დეოკუპაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. მათი ფსევდოპატრიოტული გამოხტომების მიზანი მათი პიარია და ამ სულელურ პიარში ვერ შევყვებით. ყოველ სამ თვეში თემას შემოაგდებენ, თუ დაეთანხმები, ამბობენ, მოუწიათო, თუ არადა, რუსეთუმეები არიანო. დამატებით შუალედებში მსგავს სისულელეებს იგონებენ. ამ სისულელეებზე კომენტარები უნდა ვაკეთოთ?

იმ პრაგმატულ პოლიტიკას უნდა მივყვეთ, რაც დაწყებული გვაქვს და ამ ქვეყნის გაერთიანების, სტაბილური განვითარებისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ერთადერთი გზაა. პიარს რომ დაიწყებენ, იმ პიარში ვერ შეყვებით, რადგან ეს თემა საპიაროდ არ გამოდგება. ხომ შეიძლება, ამ საკითხზე შევჯერდეთ, რომ ასეთი ბინძური სპეკულირება არ შეიძლებოდეს. ამაზე ვერ თანხმდებიან, რადგან ასეთივე წარსული აქვთ, როცა ამ თემით ისპეკულირეს კი არა, პრაქტიკულად, პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინეს და ოკუპაციის თანაავტორები გახდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

​ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების ტექსტს დღეს მხარი არ დაუჭირა. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დატოვე კომენტარი