მამუკა მდინარაძე - „ნაცები“ რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო, ამასობაში, ხატია დეკანოიძე „ტოპ კონტრიბუტორი“ გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში, ასპროცენტიანი გამოაგდებენ
თვითორგანიზებული პროტესტიაო; „ნაცები“ რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე „ტოპ კონტრიბუტორი“ გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თვითორგანიზებული პროტესტიაო; „ნაცები“ რა შუაშია, ჩვენც გვეზიზღებიანო; ამასობაში დეკანოიძე „ტოპ კონტრიბუტორი“ გამხდარა ამ ნაცთმოძულე ჯგუფში, მაგრამ შეიძლება, სხვა სახელით და გვარით იყო აქამდე, ასპროცენტიანი გამოაგდებენ“, – წერს მდინარაძე.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჯგუფში „დაიტოვე“ დაწერა: „სერბეთის მაგალითზე – მოვემზადოთ, დავგეგმოთ და უნდა გადავკეტოთ მნიშვნელოვანი მაგისტრალები. ეს არის პროტესტის ფორმა. რას ფიქრობთ?“