მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, შეხვედრები გვქონდეს ნებისმიერ პარტიასთან და პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველა დეტალზე, რაზეც დახურულ, თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით
მამუკა მდინარაძე - მზად ვართ, შეხვედრები გვქონდეს ნებისმიერ პარტიასთან და პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველა დეტალზე, რაზეც დახურულ, თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით

არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებთან“, არამედ როგორც ადრე, ასევე დღესაც, მზად ვართ, შეხვედრები ვაწარმოოთ ნებისმიერ პარტიასთან, ნებისმიერ ფორმატში და პასუხისმგებლობა ნებისმიერ დეტალზე ავიღოთ, რაზეც დახურულ თუ ღია შეხვედრებზე ვსაუბრობდით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მზად არის, განახორციელოს საარჩევნო რეფორმა იმ დეტალების მითითებით, რაზეც ოპოზიციასთან ერთად შეხვედრებზე საუბრობდა.

„პრაქტიკულად, შეთანხმება მიღწეულია და ჩვენ ამაზე შეგვიძლია, პასუხისმგებლობა ავიღოთ, რაც კი დღემდე მოგისმენიათ. ირაკლი კობახიძემ ცესკო-ს მიმართა, რომ მზადება დაიწყოს ელექტრონული მოწყობილობებზე. ერთ-ერთი საკითხი ეს იქნება, რომლის შესრულებაზეც უკან არ დავიწყებთ. ასევე პროპორციულობის დაცვა იქნება დაახლოებით ისე, როგორც პარლამენტშია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ციხიდან პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამაზე არანაირი შეთანხმება არ იქნება, რადგან ქვეყანაში პოლიტპატიმრები რეალურად არ არსებობენ.

„პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს პოლიტიკური ნარატივი, რამდენად აბსურდული და პროვოკაციულია ეს მესიჯი. გამოქვეყნებულმა ლეგიტიმურმა ვიდეოკადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ პოლიტპატიმარზე საუბარი არ შეიძლება, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ეხება. რაც შეეხება ცესკო-ს დაკომპლექტების წესს, დეტალებში არ ჩავდივართ. ამ პირობას ოპოზიციაც იცავს. სრული მზაობა გვაქვს პირობაზე, რომელიც ჩვენ შეთანხმების მაგიდასთან დავდეთ. საარჩევნო რეფორმის მთელ პაკეტზე ურთიერთობას ნებისმიერთან გავაგრძელებთ – საარჩევნო რეფორმის თაობაზე პრაქტიკული შეთანხმება შემდგარია და მზად ვართ, რეფორმა განვახორციელოთ. ასევე მზად ვართ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მოვიწვიოთ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრის შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.