მამუკა მდინარაძე - მშენებლობის რეგულაციების მომზადებისას გათვალისწინებული იქნება რეგიონების სპეციფიკა
მამუკა მდინარაძე - მშენებლობის რეგულაციების მომზადებისას გათვალისწინებული იქნება რეგიონების სპეციფიკა

რეგიონებში მშენებლობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების მომზადებისას გათვალისწინებული იქნება რეგიონის სპეციფიკა და სამშენებლო კომპანიების ფინანსურ-მატერიალური შესაძლებლობა. ამის შესახებ პირველ არხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა.

მდინარაძის თქმით, გუბერნატორებთან ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

„მათ რეგიონების გამოწვევებზე და ამ პრობლემების გადაწყვეტის მათეულ საკანონმდებლო ხედვაზე ისაუბრეს. მათთან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შრომის უსაფრთხოებაზე ადეკვატური რა იქნება, ამაზე მსჯელობა გაგრძელდება. მშენებლობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა და გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკა და სამშენებლო კომპანიების ფინანსურ-მატერიალური შესაძლებლობა. რწმუნებულების თქმით, შრომით უსაფრთხოებისა და ბიზნესის საკითხებს შორის ბალანსი უნდა შევქმნათ. ერთი მხრივ, დასაკარგი ხალხი არ გვყავს და მეორე მხრივ, ბიზნესს ხელი უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი