მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა თუ სჯერა, შემობრძანდნენ და საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან
მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა თუ სჯერა, შემობრძანდნენ და საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან

ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი და შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ დროებითი საგამოძიებო კომისია. დღეს, როცა ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და მასზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებული, შეუძლიათ პარლამენტში შემობრძანდნენ და თუ ფაბრიკაციისა და ცრუ ნარატივის მართლა სჯერათ, საგამოძიებო კომისია თავადვე შექმნან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

„თუ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ლიდერების შეკვეთილი ძალადობის – აი, ამ სისულელეების, ოდნავ მაინც სჯერა, არ გაუშვან კომისიის შექმნის შანსი. ვნახეთ, მათ უარი თქვეს, არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძოებო კომისიაში ჩართვაზე. ახლა გავრცელებული ცრუ ნარატივის ერთი პროცენტით მაინც თუ სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ და საგამოძიებო კომისიის შექმნის ბერკეტი გამოიყენონ და თავად გამოიძიონ, რასთან გვაქვს საქმე. მოვუწოდებ ალეკო ელისაშვილს, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ქართულ ოცნებას“ კი არ მოუწოდოს, მიმართულება დააზუსტოს და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართოს“, – განაცხადა მდინარაძემ.