მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა სიის ჩავარდანზე განცხადება ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო უნდა გაჩერდეს
მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა სიის ჩავარდანზე განცხადება ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო უნდა გაჩერდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდათა სიის ჩავარდნის შესახებ მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უზენაესი სასამართლოს გაჩერებას ნიშნავს.

„სია უნდა ჩავარდეს, ეს არის განცხადება, რომელიც ნიშნავს ზუსტად იმავენაირად, ოღონდ სხვა სიტყვებით, რომ უზენაესი სასამართლო უნდა გაჩერდეს. მოდით, თქვენ გადაწყვიტეთ და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, რამდენად სერიოზული განცხადებაა“ ,- აღნიშნა მდინარაძემ.